
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. კაცები უკრაინის ომში იძულების წესით მიჰყავთ, უარის შემთხვევაში გაწვეულ პირებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი დაახლოებით, 250 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.მათ შორის ძალიან ბევრმა საქართველოს საზღვარს მიაშურა.
არსებული ინფორმაციით, ლარსზე რუსეთის მოქალაქეების 14-კილომეტრიანი რიგია.
სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დეზერტირები საქართველომ უნდა მიიღოს.
„მე ვფიქრობ, რომ უნდა მივიღოთ დეზერტირები - გაწვეული ან გაწვევას გამოქცეული მამაკაცები და გადავცეთ სხვა სახელმწიფოს, მაგ. აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, თურქეთს, ვინც იღებს და ვისაც აქვს მიგრაციის მყარი პოლიტიკა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია მათი ლტოლვილად მიღება. ტურისტად მიღება კი აბსურდია. ვინც იღებს, მათ უნდა გადავცეთ. ეს გამოქცევა რუსეთის წინააღმდეგ ასხამს წყალს. პუტინის რეჟიმი რომ დამარცხდება, დააბრუნებენ მერე რუსეთში ის ქვეყნები.
ჰუმანური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით ესაა ყველაზე სწორი. ჩვენი უსაფრთხოებაც დაცული იქნება, მხოლოდ ტრანზიტული ფუნქცია უნდა შევასრულოთ. ლარსზე კილომეტრიან რიგებში დგანან სიკვდილს გამოქცეული დეზერტირები.
ემპათია და შეცოდება არ დამიწყოთ და არ დამაბრალოთ ახლა (სიკვდილს გამოქცეულის მიმართ ემპათიაც ნორმალურია ისე), გადახედეთ საერთაშორისო კონვენციებს“, - წერს ნინო დათაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ👇
🎥 გაიყვანა თუ არა დაცვამ კორტებიდან ნელი დოროყაშვილი - დაპირისპირება სასამართლო პროცესზე