
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით. ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს თავის მოვლისა და კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც.
მან სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.
ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად საქართველოშია და აქ გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„ვიბერები 🎈“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სინათლე, სული, სხეული“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს