Digest Logo

„ვიდეოს ვინც იღებდა, როგორ არ გადააგდო ტელეფონი და არ შევარდა ბავშვის დასახმარებლად?! აბა, საკუთარი შვილი ყოფილიყო...“ - რუსკა ქარქაშაძე

1781197339
რუსკა ქარქაშაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სიმღერის შესრულების დროს ერთ-ერთ ბავშვს გული წაუვიდა და დაეცა.

კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ერთ-ერთი ვინც მომხდარს ეხმაურება მსახიობი რუსკა ქარქაშაძეა. მისი თქმით, ბავშვებს ჯერ ემპათია, ერთმანეთზე ზრუნვა, გუნდურობა და სიყვარული უნდა ვასწავლოთ.

„უბრალოდ არ მინდა დაჯერება, რომ ერთი მხოლოდ ერთი „ადამიანი” ვერ გამოიძებნა  იმდენ „ადამიანებში”, ბავშვს რომ დახმარებოდა.

ოპერატორები, პროდიუსერები, ზოგადად საეთერო პირველ რიგში ის მშობელი! ვიდეოს ვინც იღებდა და ეს ყველაფერი დააფიქსირა - როგორ არ გადააგდო ტელეფონი და არ შევარდა ბავშვის დასახმარებლად! აბა, საკუთარი შვილი ყოფილიყო… რა გულმა უნდა გაუძლოს მე არ ვიცი!

ჯერ ემპათია, ერთმანეთზე ზრუნვა, გუნდურობა და რაც მთავარია ერთმანეთის სიყვარული უნდა ვასწავლოთ ბავშვებს და შემდეგ ვიამაყოთ მათი წარმატებით, ცეკვასა თუ სიმღერაში!

სამწუხაროდ ნელ-ნელა კიდევ წამოვა, ძალიან ცუდი შედეგები - „მე ჩემს შვილს არაფერს ვაძალებ” , „თუ არ უნდა არ იტყვის გამარჯობას” , „ცუდად იქცევა მაგრამ არაუშავს, არ ვზღუდავ - ბავშვი თავისუფალი უნდა გაიზარდოს” ! და ა.შ აი ამ აღზრდის მეთოდების გამო! რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოსწონთ მშობლების გარკვეულ ნაწილს“, - წერს რუსკა ქარქაშაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს კადრი ბევრ კითხვას აჩენს და გვაფიქრებს, რომ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევამ ყველას შეგვახსენოს, რამდენად აუცილებელია ბავშვებთან მუდმივად ვისაუბროთ თანაგრძნობაზე“ - სოფო ქვარცხავა

⭕თურქეთში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე მომღერლები, მსახიობები და სამოდელო სფეროს წარმომადგენლები დააკავეს

🎥 „მივხვდი, რომ „გვიანია“ ეს საყვარელი სიტყვაა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა“ - რას წერს მომღერალი ნათია ზარანდია