„არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც „ორივე თავგადასავალი" (კარგიც და ცუდიც) თავს გადახდენია“, - ამის შესახებ ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
მურღულიას პოსტი, მიუხედავად თავისი უბრალო ფორმისა, სავსეა ღრმა მორალურ-ფილოსოფიური შინაარსით და, როგორც ავტორი წერს, მიზნად ისახავს „სულის, გონებისა და გულის სიმშვიდეს.“
„ვიღაც ბედნიერია და მღერის. ვიღაც უბედურია და ტირის.
ვიღაცისთვის კი აქ და ამწუთას ყველაფერი სულ ერთია. ვერაფერს იზამ - ასეთია სამყარო.
მას მხოლოდ ენერგიათა, ძალთა და განწყობათა საყოველთაო წონასწორობა იჭერს - სხვაგვარად ბალანსი (ჯერჯერობით მაინც) არ არსებობს.
„ხანდახან ცხოვრება გვაწვება, ხანდახან ცხოვრებას ვაწვებით“ - ამბობენ, ეს სიტყვები ვაჟამ თქვაო.
ხან ერთ მხარეს ვართ, ხანაც - მეორეს.
მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო და ყველაფერი არ გაგისულერთდეს. ეცადე, არასასურველი აიცილო და სასურველი მოიახლოვო, მაგრამ რაც გინდა მოხდეს, ღირსეული სიმშვიდით უნდა მიიღო.
არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც „ორივე თავგადასავალი" (კარგიც და ცუდიც) თავს გადახდენია.
შენ თავს ნუ დაკარგავ - მერე ძნელი საპოვნელია.
და ყველა გათენებისას თქვი:
„მე აქ ვარ, ღმერთო და მზად ვარ, ვიყო ის, ვისაც შენი, მოყვასისა და სამშობლოს მსახურებისთვის სიკეთეს მიაგებ - ეს არის ჩემი ბედნიერება“.
სულ 21 სიტყვაა, მაგრამ ამბობენ, რომ სულის, გონებისა და გულის სიმშვიდე მოაქვს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფ თაბორი“ გაიხსნა - ფოტოები