საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე მესამე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა:
„ვიჯერებთ დაუჯერებელს და შემდეგ, ასეთი დღეები რეალობად იქცევა. მადლობა მთელ გუნდს, „სტაფს“ და ყველა ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალური გახადა.
საქართველო, წინ“, - წერს შოთა არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა თანხას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-სგან მერვედფინალში გასვლისთვის?