თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიას 18 წლის ლიზი ხურცილავა ემსხვერპლა. მან ხარაგაულში სკოლა წელს დაამთავრა.
ახალგაზრდა დაზიანებებით კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და დღეს გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც ეხმაურებიან.
„ლიზი ჩემო ციმციმა და კეთილო, უთბილესო, რატომ, შვილო? დაგვტოვე ყველა შენ ხომ ახლა გიხაროდა სიცოცხლე. ვაი შენს დედას შვილო. გული მეწვის. შენ ხომ ძალიან გიყვარდა ყველა“ - წერს რიტა მდივნიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სექსუალური ძალადობის ფაქტზე „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს