Digest Logo

ვინ იყო 40 წლამდე კაცი, რომელიც გონიოში ტრაგიკულად დაიღუპა

1785608619
 ბესო მიქელაძ

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კაცი მანქანის საბარგულიდან გადავარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და დაიღუპა. 

დაღუპულია ბესო მიქელაძე, რომელსაც სოციალურ ქსელში თანამშრომლები ემშვიდობებიან:

„დიდი მწუხარებით ვეხმაურებით ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლის ბესო მიქელაძის გარდაცვალებას.

წლების განმავლობაში იგი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და მისი ხსოვნა ყოველთვის პატივით დარჩება ჩვენს გულებში.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც მისი დაკარგვა მძიმე ტკივილად ექცა.

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას.

ნათელი მის ხსოვნას“, - წერია სამძიმრის წერილში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი დღეები მახსენებს, რომ ჩემპიონობა მხოლოდ ის რამდენიმე წუთი არ არის“ - ეთერ ლიპარტელიანი იაპონიაშია

გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

🎥 „როგორც იქნა, ყველაფერი დავასრულე და დავლაგდი“ - თამო ვაშალომიძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა