Digest Logo

„ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?“ - დათო ლიკლიკაძე „დინამო არენაზე“ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

1742818009
დათო ლიკლიკაძე

ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „დინამო არენაზე“ არეულობა დაიწყო. გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე გადავიდა და ზეიმი დაიწყო, ხოლო ზოგიერთ მათგანს სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა.

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად მორიგ სტატუსს აქვეყნებს და საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე წერს: 

„ხუთჯერ ვარ ერევანში ნამყოფი და ხუთივეჯერ ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვის უდიდესი მაგალითები ვიხილე. იმდენი სითბო და პატივისცემა მახსოვს მათგან რომ ახლა სად წავიდე სირცხვილით არ ვიცი.

იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ ვინც იმ სტადიონზე შევარდით და ბოთლების სროლა დაიწყეთ.

ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?

ფეხბურთი მოვიგეთ 6:1, მაგრამ ზრდილობაში წავაგეთ 1:6“,- წერს ლიკლიკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ავიყვანოთ თუ არა სამსახურში მეგობარი?- „იცოდეთ, რომ „კურილკაში“ მაინც აგკენწლავენ“ - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები!

🎥 „კაცი პირდაპირ ამბობს რასაც ფიქრობს, ქალი კი ამბობს რასაც მრავალი ქვეტექსტი აქვს“ - რატომ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა? კომუნიკაციების ექსპერტის განმარტება