Digest Logo

„21 წლის ვიყავი და დირექტორი როგორც მიყურებდა, არ მომეწონა...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი სექსუალურ შევიწროებაზე

1679492624
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი

20 მარტს „პოსტივის“ წამყვანი - შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა - მაკო ჯაბუამ სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

👉„პორნოს უყურებო? იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში... 10 ლარი მომცა ტაქსით წადიო...“ - მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილზე

სამსახურში სექსუალური შევიწროების საკითხს გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი - თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

🎥 „ბულინგი სხვებს თუ გულს უხეთქავს მე ადამიანი არ ვარ?! ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი რეიტინგი გვაქვს, მეორე ადგილზე ვართ...“ - შალვა რამიშვილი

„სამსახურში შევიწროების ქეისი არასოდეს მქონია. ერთადერთხელ მივხვდი რაღაცას, ისიც სახელი ვერც დავადე, 21 წლის ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა  - დირექტორი როგორც მიყურებდა, არ მომეწონა და წამოვედი იმ სამსახურიდან, ეგრევე გადავედი სხვაგან.

მერე ეგ კაცი სექსუალური ძალადობისთვის დაიჭირეს შვეიცარიაში და უკეთ მივხვდი, რა არ მომეწონა. მაგრამ მქონია ქეისი, რომელიც ჩემთვის ძალადობას უტოლდება.

ერთი ამერიკული ორგანიზაციაა, გრანტებს გასცემს.

2017 წელს,  როცა მივხვდი რომ ერთ წყაროზე დამოკიდებულება დაუშვებელია, რომ ეს განვითარებას და პროფესიული სტანდარტის შენარჩუნებას შეუძლებელს ხდის, მონობას გთხოვს - ამიტომ ტელევიზია დავხურე  და ონლაინ ტაბულას დაფინანსების დივერსიფიცირება დავიწყე, ამერიკაში ვიყავი და ამ ორგანიზაციის შეფს შევხვდი.

ტაბულას პროექტი მივიტანე და მოყოლა მინდოდა  - მე რას ვაკეთებ. 

ამ ქალმა გამაჩერა, მითხრა რომ ჩემი პრეზენტაცია არ აინტერესებს და ორი მამრის კონფლიქტის გარჩევა მოითხოვა. ანუ მიშაზე და გიგაზე მელაპარაკე, რაზე იჩხუბეს, რა მოხდა - რა დროს ტაბულააო.

მეთქი ოკეი ქალბატონო - გაფრინდებიან შენი დაფინანსებული ენჯიოები. ცოტა შემებრალა (საბჭოთა მასწავლებლები რომ მირტყამდნენ, ეგენიც მებრალებოდნენ) - ვინ იცის გენდერული თანასწორობისთვის რამდენი გრანტი გაუცია.

ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სამსახურებრივი გამოცდილება ეგ იყო“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ის შიშველი შემოვიდა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ბევრი ვეღარ ვიბრძოლე, გავშეშდი“ - ბრუკ შილდსმა 30 წლის შემდეგ აღიარა, რომ იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

🔵 კაცი, რომელსაც 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასამართლომ 34 წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო

🔵ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი 21 სექტემბრამდე აუცილებლად აგისრულდებათ - როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის

🔵„20 მარტს შეგიძლიათ შეუდგეთ კოსმიური ახალი წლის სამზადისს“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ ღამეს?