ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ცრუ პროგნოზებით შეშინებულ საზოგადოებას მიმართავს.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. კიდევ ერთხელ გეტყვით. ვინც ამბობს დღეს მიწისძვრა იქნებაო, მატყუარაა! ან ერთობა, ან პოპულისტია და სიტუაციით სარგებლობს!“, - წერს თეა გოდოლაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განიხილავენ მიწისძვრის თემას და ამბობენ, რომ დღეს, დილის საათებში, საქართველოშიც მოსალოდნელია მძლავრი ბიძგები.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: