Digest Logo

„ვინც „არა-ს“ თქმას ვერ სწავლობს, ფართო სოციუმში ადგილს უბრალოდ ვერ დაიმკვიდრებს“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1734076344
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ის, ვინც „არა-ს“ თქმას ვერ სწავლობს, ფართო სოციუმში ადგილს უბრალოდ ვერ დაიმკვიდრებს.

ხან და ხან, ბევრს ჰგონია, რომ პირიქითაა, საზოგადოების თვალში უკეთ ვჩნდებით, თუმცა სულაც არა!

რეალურად, იცით რას ნიშნავს უარის თქმა? საკუთარი საზღვრების დაცვას!

ხშირად, ძალიან სუსტ, ფსიქოლოგიურად სხვებზე დამოკიდებულ, უმწეო ადამიანებს არ შეუძლიათ ეს.
არც მოზარდებს არ უნდა მისცეთ მსგავსი მაგალითი. მეტად ცუდად ვიბრირებს შემდგომი ნაბიჯებისთვის.

ვისაც ეს სწყინს, დამიჯერეთ ჯობია ეწყინოს, ვიდრე თქვენ შეგექმნათ პრობლემა ფართო მასებთან ინტეგრაციის პროცესში.

ვინც იცავს მის საზღვრებს, ის უფრო მარტივად აღწევს წარმატებებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტუალეტის უნიტაზზე მეტი ბაქტერია შეიძლება იყოს ჩვენს ბალიშზე, რასაც დიდი პრობლემის შექმნა შეუძლია“ - რას ამბობს არუნ ხათრი

🎥 რა უნდა გააკეთოთ ახალ წელს თუ გინდათ, რომ 2025 წელს გათხოვდეთ

ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 42 წელი გავიდა