Digest Logo

„ვინც ჩემს ცხოვრებაში რამე ღირებული მასწავლა, ღმერთის სიტყვებს მეუბნებოდა...“ - რას წერს გია მურღულია?

1746687612
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანებზე და მათ თბილ დამოკიდებულებაზე საუბრობს:

„ყველა, ვინც ჩემს ცხოვრებაში რამე ღირებული მასწავლა, ღმერთის სიტყვებს მეუბნებოდა - ის არ დუმს, მუდმივად გვამცნობს მისი გეგმისთვის რაღაც მნიშვნელოვანს თავისი მრავალი გამხმოვანებლით.
მას უთვალავი სახე და მრავალი ხმა აქვს.

ამ დილას ტაქსის მძღოლთან გამასაუბრა, რომელმაც სევდიანი იმედი მიწილადა.
შემდეგ სკოლის დაცვის თანამშრომელმა რაღაც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მითხრა და უნებურად გუშინ კლასში დასმულ ერთ კითხვაზე პასუხი მაპოვნინა.

ამის მომდევნოდ მოსწავლის მშობელმა ყოვლად დელიკატურად ისეთი სიტყვები მითხრა, გათენებას დამატებითი აზრი შესძინა.

ოდნავ მოგვიანებით სასწავლო საფეხურის ხელმძღვანელმა და მე რამდენიმე ფრაზა გავცვალეთ და გაირკვა, რომ ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვიმუშავებთ, რომელიც ბავშვების ჰუმანიტარულ განათლებას გააუმჯობესებს.
რამდენიმე წუთის წინ  კი ორი მოსწავლე მომესალმა და ისეთი კეთილგონიერი ღიმილი შემომანათეს, ცოტა ხანს მაინც დამავიწყეს, რომ ცხოვრება შეიძლება ამაოება იყოს.

ეს ყველაფერი 15 წუთში მოხდა.

სად აქვს ღმერთს მაინცდამაინც ჩემთვის მეტი დრო?
მისი სიმაღლის შესაცნობად ერთი წამიც საკმარისია.

მადლობა ღმერთს და მის გამხმოვანებლებსაც ყოველი ასეთი წამისთვის - მათ მარტო ხმა კი არა, მზერაც „გასცემთ“ ხოლმე“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სასკოლო ექსკურსიები - რჩევები ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისათვის

🎥 „ვიცი, რომ ბავშვებშია ღმერთი და ისინი ღმერთის თვალებით მიყურებენ...“ - გაიცანით მასწავლებელი ფერადი სამოსით და შემოქმედებითი სამყაროთი

🎥 აჭარაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს