ასტროლოგიის მოყვარულთათვის ცნობილია, რომ ახლა ადამიანები ე.წ. დაბნელებების დერეფანს გავდივართ, რაც 28 ოქტომბერს მორიელში მზის დაბნელებით დაიწყო და 8 ნოემბერს კუროში მთვარის დაბნელებით დასრულდება.
დაბნელების დერეფნის გავლისას კოსმოსი ადამიანებისგან სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვს. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ პლუს დაბნელებების დერეფანს ახლა დედამიწა უარყოფთ ენერგოველშია და თან ომისა და საქმიანობის პლანეტა მარსი უკუმავალია, ამიტომ უმჯობესია ძველი საქმეების დასრულება და ახალი საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება.
ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი და იმუნიტეტი ახლა ძალიან დაბალია, შეიძლება შეექმნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა. ახლა მან ყველაფერი უნდა გაასაიდუმლოოს, რადგან მის უკან ფარული მოქმედებები გააქტიურებულია. ასევე არ ვურჩევ ახალი საქმეების დაწყებას და ხელშეკრულების დადებას.
კურო - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია და თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ პრობლემების მოგვარება და აქტიური მოქმედება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან 8 ნოემბერს მთვარის დაბნელება კუროში ხდება და მოსალოდნელია როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან დაძაბულობები, კურო ხდება ჯიუტი და მას არ სურს არავის მოსმენა. ამიტომ შესაძლოა, კონფლიქტებმა სამსახურის გარეშეც კი დატოვოს ეს ნიშანი.
ტყუპები - ნევროზული სტრესული და გაღიზიანებული ხდება. ნებისმიერი რამ, რაც მის თავს ხდება, ძალიან მძაფრად აღიქმება მის მიერ, იმაზე უფრო მძაფრად, ვიდრე რეალურადაა. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას, რადგან მისი დაუფიქრებელი გამოთქმები შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტების საწინდარი გახდეს.
კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, ახლა მზე წყლის სტიქიას გადის, რაც თქვენზე კარგად აისახება, თუმცა არის წყალქვეშა დინებები და ეს იმას ნიშნავს, რომ შვილებთან დაგეძაბებათ ურთიერთობები. ასევე მოსალოდნელია კოლეგების მხრიდან კონფლიქტი და დაძაბულობა, ამიტომ იყავით ფრთხილად და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
ლომი - თქვენ საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ, შინაგან დაღლილობას გრძნობთ და გაკლიათ სასიცოცხლო ენერგია. მოსალოდნელია გავლენიანი და ძლიერი ადამიანების მხრიდან დაპირისპირების მსხვერპლი გახდეთ და სხვისი გავლენების ქვეშ მოექცევით.
ქალწული - ერთის მხრივ აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია, მაგრამ თქვენ ახლა ხართ უკომპრომისო, ჯიუტი და ხისტი, არავის მოსმენა არ გსურთ, ამიტომ ეს ქმნის დაძაბულ ფონს. მაღალია ალბათობა იმის, რომ მიიღოს ყალბი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის საფუძველზე კი არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
სასწორი - თქვენთვის ახლა განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ფინანსების მიმართულებით. შესაძლოა მოგიწიოთ ფინანსების მოზიდვა, რადგან მოგთხოვენ ძველი ვალდებულებების შესრულებას, ამიტომ თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისაგან, რადგან ამ მიმართულებით არ გაქვთ კარგი პერიოდი.
მორიელი - ეს ნიშანი ახლა ყველაზე წარმატებულია, აქტიური და ენერგიულია, თუმცა წყალქვეშა დინებები მასაც აქვს და ეს აისახება პარტნიორულ ურთიერთობებზე, იძაბება როგორც საქმიან ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობები. არის უკომპრომისო და და ვურჩევ მას მაქსიმალურად გამოავლინოს დიპლომატია, რომ ზედმეტად არ აიშალოს ნერვები.
მშვილდოსანი - ახლა წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი დაცემულია, მოსალოდნელია ტრავმულ ავარიული სიტუაციები და კონფლიქტები. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები რადგან თვალის აღებისა და აურის დაბინძურების ალბათობა ძალიან მაღალია. არ დაკარგოთ სამსახური თქვენი კატეგორიულობასა და ხისტი გამოთქმების გამო.
თხის რქა - ენერგოტონუსი, შრომისუნარიანობა, გამძლეობა და ამტანობა მაღალია, თუმცა შვილების მხრივ მოსალოდნელია პრობლემები, რამაც შესაძლოა პრობლემა შეგიქმნათ და დაგჭირდეთ ფინანსების ხარჯვა.
მერწყული - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია ახლა არაფერი არ გამოგდით, ამიტომ არავითარი ახალი იდეები და საქმეები, პირიქით შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოგიჩნდეთ და ასევე თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას შესაძლოა, დაკარგოთ სამსახური.
თევზები - ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ინტუიცია მდგრადია, თუმცა ძველი შესასრულებელი ვალდებულებები გამოგიჩნდებათ, ასევე მოსალოდნელია საეჭვო საქმეებში ჩაგრთონ, რაც დიდ სკანდალში გაგხვევთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამისთვის შეიძლება ვიღაცამ შუბლში ტყვია მესროლოს, მაგრამ მაინც ვიტყვი“... - ჟანრი ლოლაშვილი
🔵„მიმართვა - მე 3-ე ! გულწრფელად ვნანობ!მეტი არ ვიცი რა გავაკეთო?“ - თამარ მაყაშვილი