Digest Logo

„ვითმენ, იმიტომ რომ თუ მგზავრი საჩივარს დაწერს, შემოსავლის გარეშე დავრჩები“ - „ტაქსის“ მძღოლი შოკის მომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

1705586280
ტაქსის მძღოლი

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქის პოსტი ვრცელდება, რომლის ავტორი როგორც ირკვევა „ტაქსის“ მძღოლია. 

იგი, ახალი წლის პერიოდში თავს გადამხდარ ისტორიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ტაქსის მძღოლებზე საყვედურები ხშირია, ხოლო მგზავრებიც ხშირად არასათანადოდ იქცევიან მანქანაში და ჰიგიენურ ნორმებს არღვევენ, რაც მან პირადად გამოცადა.

„ახალი წლის ღამეს წავიყვანე ახალგაზრდა წყვილი ვარკეთილში - აი ასეთი დამიტოვეს მანქანა.

ხშირად წერთ ხოლმე ტაქსის მძღოლებზე საყვედურებს და მომინდა ერთიანად ამომეხეთქა რასაც ბოლო 1 წელი და 3 თვეა ვითმენ.

ვმუშაობ 2017 წლის მანქანით. გაწკრიალებული, გაწიკწიკებული, აბსოლუტურად ყოველდღე ვრეცხავ და მტვერსასრუტს ვატარებ.

ჩემს მანქანაში არასდროს მოუწევიათ სიგარეტი. სასიამოვნო სუნი, გემოვნებიანი მუსიკა. ვმართავ უსაფრთხოდ. მეც უზომოდ მოწესრიგებული ვარ პიროვნულად, ჩაცმა, ქცევა, სიტყვა-პასუხი.

ყოველთვის ველოდები მგზავრს ზუსტად მონიშნულ ადგილზე, ამის გამო 34 ჯარიმა მაქვს გადახდილი გასულ წელს 50 ლარიანი.

თუ ბარგი აქვს მგზავრს ყოველთვის გადავდივარ და ვეხმარები. არ ვიცი სხვა რა შეიძლება მოსთხოვო ტაქსის მძღოლს?

ახლა მოგიყვებით რას ვიღებ სანაცვლოდ.

შეკვეთას ვიღებ 4 წუთით ადრე, სანამ მიმდინარე შეკვეთას დავასრულებ. წინანდელ მგზავრს, რომ ვტოვებ მის მერე 3-იდან 7 წუთამდე მჭირდება, რომ მივიდე ახალ მგზავრთან. ველოდები 3 უფასო წუთი.

მერე ვურეკავ, მოვედი, გელოდებით. უი მოხვედით? კაი ჩამოვალ))

არავინ არ სცემს ჩვენ დროს პატივს (ფულს ხომ გიხდი? წუთში 23 თეთრს) დაჯდება მანქანაში და გამარჯობას არ გეტყვის, ეზიზღები, თავის თანასწორად არ გთვლის, შენ ადამიანი არ ხარ, არაფერს წარმოადგენ.

არ იცავენ სისუფთავეს, ჭამენ, ჩხუბობენ ერთმანეთში, ტელეფონზე, გაჩერებინებენ მაღაზიასთან, აფთიაქთან, ბანკომატთან, შემთხვევით შემხვედრი ნაცნობის სანახავად.

საერთოდ არ ადარდებს გასაჩერებელი ადგილი არის თუ არა.

გხვდებიან შინაური ცხოველით მაშინ, როცა გათიშული გაქვს pet კატეგორია.

მე კი უზომოდ მიყვარს ძაღლებიც და ფისოებიც, მაგრამ შემდეგ მგზავრს საერთოდ არ აინტერესებს ეს.

შუა ქუჩაში კიდევ, როგორ გინდა დაიწყო მანქანის წმენდა.

გხვდებიან ამანათებით, როცა გათიშული გაქვს delivery კატეგორია.

იმიტომ, რომ რამდენჯერაც გამონაკლისი დავუშვი და წავიღე, დავაზუსტე მისვლის დრო, ვთხოვე დამხვდით ვერ გავჩერდები-თქო, იმდენი მალოდინეს 5-8 წუთი, შევაფერხე მოძრაობა და ყველა გამვლელი მანქანა მისიგნალებდა და მაგინებდა.

ვითმენ სუნს, როცა ადამიანს 3-5 დღე არ დაუბანია, ტანსაცმელი არ გამოუცვლია, კბილები არ გაუწმენდია.

ცუდად ვხდები, ვიხრჩობი და ვითმენ, იმიტომ რომ თუ რამე არ მოეწონება მგზავრს საჩივარს დაწერს და დამბლოკავენ, შემოსავლის გარეშე დავრჩები.

არადა ძალიან მჭირდება რომ ვიმუშაო.

1 წელი და 3 თვეა ყველაფერს ვიკლებ ახალგაზრდა ადამიანი, სწავლის ფულს ვაგროვებ, მინდა ნორმალური სამსახური მქონდეს და ადამიანური ცხოვრება, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგად ფსიქიკა ისე მაქვს დანგრეული აღარც სწავლა მინდა უკვე და საერთოდ აღარაფერი.

მრავალ ახალ წელს დაესწარით“,- წერს ფეისბუკმომხმარებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ბათუმის წმინდა სამების ეკლესია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵 „წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის როცა გახდებოდა, მაშინ დაქორწინდებოდნენ“ - რა თქვეს სასამართლოზე 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის დებმა

🔵„21 იანვარს ეპოქალური მოვლენაა, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე