მსახიობი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში შვილის მართა არველაძის წარმატებაზე წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია, დელეგაციით იმყოფებოდა ვაშინგტონში, სადაც მართამ პატივსაცემი დელეგატის სტატუსი მოიპოვა.
„ვიცი მომკლავს, მაგრამ როგორ შეიძლება ამ გოგოთი არ ვიამაყო.
გილოცავ, დე პატივსაცემი დელეგატის სტატუსის მოპოვებას!!!
საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია, დელეგაციით იმყოფებოდა ვაშინგტონში, აშშ, სადაც ესწრებოდა საერთაშორისო გაეროს მოდელირებასა და კონფერენციას.
ვიზიტი დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან პროექტის მონაწილე, მართა არველაძე გახდა ერთ-ერთი გამარჯვებული და ნომინირებული დანარჩენ 4 გამარჯვებულ მონაწილეს შორის
მართამ, პატივცემული დელეგატის სტატუსი მოიპოვა. ვულოცავთ, მას და სრულიად დელეგაციას ამ დიდ წარმატებას“, - წერს სალომე შარვაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2024 წლის დეკემბერში შესაძლოა, 180 გრადუსით შეიცვალოს
⭕„იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ“ - რას ჰყვება ეკა ბესელია