მომღერალი მეგი გოგიტიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორე გარდაცვალებას ემოციური სიტყვებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი ტკივილისა, იმედი რჩება, რომ პატრიარქი ზეციდან ილოცებს და გააძლიერებს ქართველ ერს.
იგი ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს:
„ჩემო სიყვარულის პატრიარქო.
ჩემო გულო, სულო და სისხლო ქართულო. ჩემი გული დიდ ტკივილშია, მაგრამ იმედები არა მტოვებენ.
ვიცი ზეცაში ჩვენთვის ილოცებ და გაგვაძლიერებ. მიყვარხარ მარად.
ჩემო ქართველებო გისამძიმრებთ და ღმერთმა მოგვცეს ნუგეში. დიდება უფალს“, - წერს მეგი გოგიტიძე.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დიანა ღურწკაია ილია მეორეზე: „საქართველომ მზის სინათლე დაკარგა“