Digest Logo

„ვიზიარებ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შენს ტკივილს ჩემად ვიღებ“... უკეთესია გამოიყენო ფორმულირებები, რომლებიც არ ითრევს/იწოვს ტკივილის ველს“ - ქეთევან ჯანდიერი

1761311301
ქეთევან ჯანდიერი

სიტყვა „ვიზიარებ“ მცირე, მაგრამ ძლიერი ფორმულაა, რომელსაც ადამიანები ტკივილის გასაზიარებლად იყენებენ. ამ ერთი სიტყვით ვამბობთ, რომ მარტო არ ხარ, შენი ტკივილი ჩვენშიც იგრძნობა. ქართულ კულტურაში „ვიზიარებ“ სანუგეშო ჟესტად იქცა - ემოციური ხიდი ადამიანებს შორის, სადაც სიტყვა ჩახუტებას უდრის. 

სიტყვა „ვიზიარებ“ ადასტურებს თანაგრძნობას, რაც ზოგჯერ ყველაზე დიდი ნუგეშია, თუმცა იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეზოტერულად და ენერგეტიკულად, ფრაზები როგორიცაა „ვიზიარებ“ ან „გითანაგრძნობ“ ითვლება ენერგიის გადანაწილების აქტად — ანუ, ისინი ქმნიან ენერგეტიკულ ხიდს შენი და გარდაცვლილის ახლობლის ტკივილს შორის:

„მეგობრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, როდესაც ვინმეს უსამძიმრებთ სწორი სიტყვები გამოიყენეთ!

ეზოტერულად და ენერგეტიკულად, ფრაზები როგორიცაა „ვიზიარებ“ ან „გითანაგრძნობ“ ითვლება ენერგიის გადანაწილების აქტად — ანუ, ისინი ქმნიან ენერგეტიკულ ხიდს შენი და გარდაცვლილის ახლობლის ტკივილს შორის.

„ვიზიარებ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შენს ტკივილს ჩემად ვიღებ“ - ანუ შენ ქვეცნობიერად იწოვ გლოვისა და დანაკარგის ვიბრაციას. ეს არ არის უბრალოდ თანაგრძნობა, არამედ ტკივილის ნაწილობრივი მიღება საკუთარ ველში.

ეს მოქმედებს განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც „სენსიტიურია“ ენერგეტიკულად (ემპათები, ინტუიტები, მკურნალები და ა.შ.), რადგან მათთვის ეს ფრაზა მართლაც შეიძლება გადაიქცეს მძიმე ვიბრაციულ ტვირთად.

„გითანაგრძნობ“ უფრო რბილი ფორმაა, მაგრამ ენერგეტიკულად მაინც შეიცავს ტკივილის თანაზიარების ვიბრაციას — ანუ „შენი გრძნობა მე მეხება“.

ეზოტერულად უკეთესია გამოიყენო ნეიტრალური ან მხარდამჭერი ფორმულირებები, რომლებიც არ ითრევს/იწოვს ტკივილის ველს, მაგრამ გამოხატავს სიყვარულს და თანადგომას.

მაგალითად: „სიკეთისა და სინათლის ენერგიას გიგზავნი ამ რთულ პერიოდში, უფალმა გაგაძლიეროს“.

„ღმერთმა ნათელში ამყოფოს!”

„სიყვარული და შუქი გფარავდეს და გაგაძლიეროს.“

„მშვიდობასა და სინათლეს ვუსურვებ მის სულს“,- ასეთ ფორმულირებებს, არ „გადმოაქვს” ტკივილი შენზე, არამედ ენერგეტიკულად აგზავნის სინათლეს, მხარდაჭერასა და წონასწორობას!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს კლიპი წლების წინ გაკეთდა... არის რაღაცები, რაც შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ დაგიტოვოს კარგი მოგონებები“ - ნინი ბადურაშვილი დონარა გვრიტიშვილზე

🎥 ფრიდონ სულაბერიძე 84 წლის გახდა - „თქვენი გამოცდილება და ნიჭი დღეს ჰაერივით სჭირდება ქართულ ქორეოგრაფიას!“

„ნუ შეგეშინდება ადამიანების დაკარგვა, რომლებიც მხოლოდ მაშინ გაფასებენ და უყვარხარ, როცა მათთვის მოსახერხებელი ხარ“ - ზაზა ჯაიანი