ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებიის, ნათელას შესახებ გვიყვება და ეს ისტორიებიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამჯერად, იგი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ძველი დრო მენატრება, დილით გაღვიძება, უთენია ნათი რომ წამოხტებოდა საწოლიდან. ფერად თავსაფარს გაიკრავდა, სახლს მიალაგ მოალაგებდა, ჭურჭელს დარეცხავდა, ფეჩს რომ ააგუზგუზებდა, ჩაის დაადგამდა და „დუხოვკაში “ გურულ ღვეზელს რომ გამოათოთინებდა.
მერე ეზოს რომ მიადგებოდა, დააკრიალებდა. წუწუნით რომ ვეტყოდი - ნენა ერთი ყვითელი ფოთოლი მაინც დატიე ეზოში, გვიან შემოდგომას მაგი თუ ალამაზებს და უხდება.
ადესით დახუნძლულ ტალავერს რომ ჩამოკრეფდა. ადესის წვენს ისეთ დიდებულს მოამზადებდა, რომლის გემოს ვერაფერი შეედრებოდა. მენატრება, მენატრება ის შემოდგომა რომელიც აქაა ჩემში მაგრამ აღარასოდეს იქნება ისეთი.
თუმცა ვცდილობ არ ვიფიქრო ამ ყველაფერზე, ვემალები საკუთარ თავსაც. მეშინია წარსულზე ფიქრის და ვცდილობ აწმყოთი და მომავლით ვიცხოვრო მხოლოდ, რომელიც ამ სურათზეა.
პ.ს ვინც ჩემსავით ბევრს ფიქრობთ , აუცილებლად დააკვირდებით, რომ შემოდგომა გაძლევს ბევრნაირი დასკვნის გამოტანის საბაბს და ხანდისხან გირევს გონებას )) სულს გიფორიაქებს და გასევდიანებს“, - წერს გივიკო დიდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად...“ - 16 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი