ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ ფუნქციონირება დაიწყო.
ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციისთვის შსს-ს სპეციალურ დეპარტამენტს უკვე მიმართა მსახიობმა ირაკლი ლომაიამ, რომელსაც სოციალურ ქსელში საჯაროდ მიაყენებს შეურაცხყოფა:
„ეს წამია ვუჩივლე ამ ადამიანს, რომელმაც საჯაროდ შეურაცხყოფა არაფრის გამო მომაყენა. მითხრეს, რომ პოლიციას გადაეცა საქმე და დამიკავშირდებიან.
ყველას ასე ვუჩივლებ ვინც საჯაროდ ჩემი სახელისა და ღირსების შელახვას გააგრძელებს“, - წერს ირაკლი ლომაია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი ახალი სამმართველოს მიზანი სიძულვილის ენისა და ადამიანის ღირსების შემლახველი საჯარო განცხადებების მონიტორინგი, პრევენცია და სამართალდამრღვევი პირების გამოვლენა იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა კავშირია ქრისტიანობასა და ვაზს შორის? - გიორგი ლობჯანიძის განმარტება