„მადონა კოიძემ ამჯერად „ზიპლაინის“ კონტროლი გადაწყვიტა“ - ამ სათაურით ვრცელდება სოციალურ ქსელში გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა.
„მიყვარს ჩემი საქართველო, მიყვარს ყველა და სახალხო კონტროლის გამო რას არ გააკეთებს ადამიანი, აი ამის კონტროლიც უნდა გავიარო“, - ამბობს მადონა კოიძე.
ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„მიყვარს ეს ქალი და მისი საქმიანობს“
„უმაგრესი ქალბატონი ხართ, მომხმარებლის დიდი იმედი! გენდობით და გვჯერა, ვერავინ მოგისყიდით!“
„მიყვარს ეს ქალი. საოცარი ემოცია მოდის მისგან“
„ყოჩაღ, ასაკშიც რომ თამამ ნაბიჯებს არ უშინდები“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გადამრია სვანებმა და სვანეთმა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გივიკო დიდია