Digest Logo

„8 წლის ვიყავი ექოზე ექიმმა რომ მითხრა, უშვილო ხარ ისეთი პატარა საკვერცხეები გაქვსო, შვილო არასოდეს გეყოლებაო... ძალიან განვიცადე, სული მეწვოდა“ - ლელა მაისურაძე

1651326132
ლელა მაისურაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელა მაისურაძე ემოციურ ისტორიას ჰყვება. ამბობს, რომ 18 წლის ასაკში ექიმმა განუცხადა, რომ ის უშვილო იყო. მისი თქმით, წაჩხურის მონასტერში ასვლის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ახლა მას 3 შვილი ჰყავს,

„18 წლის ვიყავი ექოზე ექიმმა რომ მითხრა, უშვილო ხარ ისეთი პატარა საკვერცხეები გაქვსო, შვილო არასოდეს გეყოლებაო.

ძალიან განვიცადე, სული მეწვოდა.. დღემდე მახსოვს ის ტკივილი.

6 წლის უკან წაჩხურის მონასტერში ავედი. იქ დაგვხვდა ბერი, გავესაუბრეთ, ჩაიწერა ჩემი და მეუღლის სახელები დიდ წიგნში და გვანახვა რამდენ ადამიანს არ ჰყავდათ და ეყოლათ შვილი უფლის რწმენით.

წამოსვლისას შევუთქვი, უფალო, თუ ღირს მყოფ, რომ შვილი მეყოლოს მე ჩემი შვილით ფეხშიშველა ამოვალ ტაძარში და ცხვარს შევწირავ -მეთქი.

მართლაც, ზუსტად სამ თვეში დავრჩი ორსულად. განა ეს სასწაული არ არის უფლის? და დღეს მე სამი შვილის დედა ვარ. არასოდეს დაკარგოთ იმედი, უფლის რწმენა. ზოგჯერ საჭიროა განსაცდელი. ვინაიდან დავაფასოთ რაც გვაქვს“, - წერს ლელა მაისურაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ამაზე ამაღელვებელი არაფერი მინახავს... მარტო, გვირგვინით ხელში, უკრაინის დროშით, შემოვიდა“ - ვისზე წერს ანა წითლიძე

🎥 BBC: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა

„გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული“ - სახლში, სადაც ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს, ათეულობით ქვეწარმავალი იპოვეს