Digest Logo

„ყოველდღე ვაძალებ რომ იცხოვროს და ხშირად გაიღიმოს...“ - რას წერს გივიკო დიდია ბებიაზე

1784226670
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებიის, ნათელას შესახებ გვიყვება და ეს ისტორიებიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამჯერად, იგი ბებიის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს თან: 

„ყოველდღე ვაძალებ რომ იცხოვროს და ხშირად გაიღიმოს. 

ნათია გახსოვს ბაღნობაში რაფერ მიყვარდა შენს კალთაში ჯდომა?

ნათი: რაფერ არ მახსოვს შე აბდალა „იცინის“

იგიც კი გემახსოვრება ჩვეულებას არც დიდობაში ვღალატობდი , როცა უკვე გავიზარდე და შენს მუხლებზე ნებივრობა აღარ შემეფერებოდა. მოზრდილ ასაკში შეგონებების მიუხედავად რომ მოგეპარებოდი და შენს კალთაში მოვკალათდებოდი ხანდახან, ასე მინდა ჩემო ნენა სულ რომ გაგრძელდეს.

ნათი: კაი ახლა კაი, შენი ნება რომ იყოს გამომაკერებ ცას და მასე სადაა „იცინის“.

შენ მკითხველო დამეთანხმე, ხომაა ბებიეს კალთა სხვანაირად თბილი და ტკბილი? რაფერ შეიძლება მისგან შორს ყოფნა. რაცხა სხვანაირად მშვიდი ხარ ბაღანე მასთან რომ ხარ ჩახუტებული.

ნათი რეიზა მიყვარხარ იცი?

ნათი: რეიზა?
უარს არაფერზე მეტყოდი, ყოველთვის გქონდა ჩემდა რაცხა გადანახული. ჩემი სიხარულისთვის ყოლიფერს გააკეთებდი. შუა ღამეს გამომითოთინებდი „გურულ ღვეძელს“ და რაფერ გემრიელს მერე. ყველი რომ აღარ ეტეოდა და ძალით ტენიდი შით.

უგემრიელესი ხელი გაქ ნენა და მალე სამი წელი გახდება , შენი გაკეთებული არაფერი გამისინჯავს და მენატრება. რთულია მარა ნუ იქნები მოწყენილი. ვერ ვუძლებ დარდიანს რომ გხედავ. ხომ იცი ყველას უხარია შენთან. დიდს თუ პატარას ყველას უყვარხარ და ყველე გემეგობრება.

ნათი: რა ვქნა ბებია შვლიმკვდარი დედა ვარ და აღარ შემიძლია გაღიმება. შენ თუ მომცე ხანდისხან მაგის ძალას“, - წერს გივიკო დიდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „საუკეთესო ხარ ძმაო“ - როგორ ატარებს ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია

⭕„მზად ხართ?...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილი

⭕ ხვიჩა საუკეთესოებს შორის - ხაბიბ ნურმაგოვედოვმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა