Digest Logo

„ყოველი ახალი ფოტო, რომელსაც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩენ, გულს ხელახლა მიგლეჯს“ - სალო კბილაშვილი გარდაცვლილ ძმაზე

1788246177
ლევან კბილაშვილი

სალომე კბილაშვილი ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დაა. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ლევანისადმი ქართველი მსმენელის გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა, ალბათ, ყოველთვის უცვლელი დარჩება.

სალომე კბილაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის ფოტოს აქვეყნებს:

„ლევანიკო... 

ყოველი ახალი ფოტო თუ ვიდეო, რომელსაც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩენ ხოლმე, გულს ხელახლა მიგლეჯს ...

მტკივა, თან უზომოდ მიხარია, რომ ეს კადრიც ჩემთან მოვიდა.

რანაირი ხარ, ლევანო..“, - წერს სალო კბილაშვილი. 

2022 წლის 21 ივნისს, 31 წლის ასაკში უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში...“ - ბაბი კირკიტაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 31 აგვისტო - 6 სექტემბრის კვირაში განსაკუთრებით გაუმართლებს

რა უნდა იცოდეს ბავშვმა, სანამ სკოლაში წავა? - რჩევები მშობლებს