Digest Logo

„ყოველი „გამარჯობა“ ეს პატარა ლოცვაა სხვისთვის...ხშირად მიესალმეთ ადამიანებს“ - რას წერს ასტროლოგი

1771331213
აბაგაელ ბაგი

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს გვიზიარებს, სადაც სიტყვა „გამარჯობას“ მნიშვნელობაზე წერს:

„დაფიქრებულხართ სიტყვაზე — „გამარჯობა“? ჩვენ მას ინერციით ვისვრით, როგორც ხურდა ფულს. არადა, რას ნიშნავს ის?

შენ ადამიანს ეუბნები: „გამარჯვებას გისურვებ“. რის წინააღმდეგ? ბოროტების, დარდის, სიკვდილის და საკუთარი სისუსტეების წინააღმდეგ.

ყოველი მისალმება — ეს პატარა ლოცვაა სხვისთვის. როცა ადამიანს გულიანად ესალმები, შენ მას უხილავ ფარს აწოდებ დღის ომში.

დღეს ნუ დაიზარებთ ამ სიტყვას. უთხარით „გამარჯობა“ მეზობელს, გამვლელს, მეეზოვეს და ჩააქსოვეთ ამ სიტყვაში მთელი თქვენი გულის სითბო. ადამიანებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ ვიღაცას მათი გამარჯვება უხარია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვეტერანი კალათბურთელი ზურაბ ქარაბაკი გარდაიცვალა

⭕ „ყველას მეგობარი, საბოლოოდ არავის მეგობარი არ არის...“ - ლევან შელეგია

🎥 ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა