Digest Logo

„ყოველთვის გენდობოდი, მიყვარდი, მეიმედებოდი... ვინ ხარ, რად ხარ, საიდან ამდენი აგრესია“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1791533180
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ ცხოვრებისეულ სტატუსს აქვეყნებს: 

„ყოველთვის გენდობოდი, მიყვარდი, მეიმედებოდი, მჯეროდა შენი და უაღრესად დიდ პატივს გცემდი.
ერთ დილას, არ ვიცი რა მოხდა, რა იფიქრა ჩემმა გონებამ, რა იმპულსი მივიღე, რამ დამარტყა; უცბად კალენდარს შევხედე, მერე საათს დავხედე, ფანჯარასთან მივედი, ცაში ავიხედე, ძლიერი წყურვილი ვიგრძენი... წყალი დავლიე, გაოცებულმა და სახტად დარჩენილმა, ხმამაღლა წამოვიძახე: ვიცი ვინც ხარ და აღარ გენდობი, აღარ მეიმედები, აღარ მიყვარხარ და აღარც პატივს გცემ...
თავი სიზმარში მეგონა.

რა საოცარია, მთელი ცხოვრება მიყვარდი და ერთ წამში დამთავრდი.
ამოვისუნთქე, თავიდან და თვალებიდან ნელ-ნელა გავიდა ნისლი.
ვიგრძენი თავისუფლება და ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ცხოვრება.
რა საინტერესოა; არასოდეს არ მინდოდა ვინმეს ვმსგავსებოდი.
არასოდეს არ ვბაძავდი არავის.

მინდოდა და მიყვარდა ის, ვინც ვიყავი და ვინც ვარ.
არასოდეს არ მინდოდა ის, რაც სხვას ჰქონდა.
ადამიანი იბადება თავისი საიდუმლო კოდით, ცხოვრობს თავისი მისიით, მერე სიცოცხლეშივე მჟღავნდება ვინ არის და გარდაიცვლება, გადადის სხვა განზომილებაში და სული განაგრძობს სიცოცხლეს.

ზოგი ადამიანი კვდება, სხეულს მიწა ჭამს და სული უკვალოდ ქრება.
ვინ ხარ, რად ხარ, საიდან ამდენი აგრესია, შური, ცილის მწამებლობა, კაცთ მოძულეობა. დროზე მიხვდი, რატომ იტანჯები, რა ბუდობს შენში, რატომ გაქვს დაკარგული მოსვენება.
მიხვდი და გამოფხიზლდი.

დღეს დილით ზამბახი გაიშალა. ამ დროს ზამბახები არ ყვავილობენ. ეს კარგის ნიშანია.
მე მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი. მე მხოლოდ საკუთარ საქციელზე ვაგებ პასუხს.
თენდება. დილის 5 საათია“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„10:10:10-ის კოდი“ - 10 ოქტომბერს განსაკუთრებული ახალმთვარეობაა: რას უნდა დავემშვიდობოთ და რა იწყება ჩვენს ცხოვრებაში

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რისი წელი მოდის? ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი 2027 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით

✕