Digest Logo

„ყველა ადამიანის სული ბუნებით იმ მოგზაურს ჰგავს, რომელიც უდაბნოს პაპანაქებაში დადის და სულ სწყურია“ - რას წერს მამა ლევან ჯიქური

1684317365
მამა ლევანი

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან ჯიქური საზოგადოებას ხშირად მიმართავს სოციალურ ქსელში და სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად სასულიერო პირი ადამიანის შინაგან წყურვილზე საუბრობს, რომლის „მოკვლა შეუძლია მხოლოდ ღვთის სიტყვის მორჩილ ცხოვრებას“.

„ყველა ადამიანის სული ბუნებით იმ მოგზაურს ჰგავს, რომელიც უდაბნოს პაპანაქებაში დადის და სულ სწყურია.

კაცს რაღაცის წყურვილი სულ ტანჯავს, და ეს რაღაც არის გამოცხადებით ჭეშმარიტი მადლიანი სარწმუნოება მართლმადიდებლობა.

ადამიანს დროებითი ვერაფერი დაარწყუელებს, ტყუილად წვალობს როცა ხან ერთ რაღაცას მიეჯაჭვება, ხან მეორეს.

დადის მონასტერ-მონასტერ, ტაძარ-ტაძარ, იქ მღვდელს იწუნებს, აქ მესანთლეს. ჰობები, მოგზაურობა, წიგნები, მოდები, ჯერ მერსედერსზე გიჟდება, მერე „ბეემვეზე“, ლოთობა, რემონტები, სამკაულები, შოპინგები, ნარკოტიკი.

იაღოვაში შევა, გამოვა, მერე ორმოცდაათიანელებში შევა, ხან რას მიედება და ხან რას მოედება.

ადამიანის შინაგანი წყურვილის მოკვლა შეუძლია მხოლოდ ღვთის სიტყვის მორჩილ ცხოვრებას“,- წერს მამა ლევან ჯიქური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვისაც უნდოდა, ან სჭირდებოდა ფრენა თბილისიდან მოსკოვამდე მაინც დაფრინავდა“ - ია ფარულავა

🔵 როდის იქნება American Idol-ის ფინალი - ნუცა ბუზალაძე ცნობილ ვარსკვლავთან ერთად იმღერებს

🎥 „ხშირად, მოზარდი მიმართავს მოძღვარს ძალიან მძიმე ბრალის გრძნობის გამო, მაგრამ ზოგჯერ მას კიდევ ერთ აგურს ადებენ და აღარ ბრუნდება იგი ტაძარში...“ - ფსიქოლოგი გიგა მამინაშვილი