მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ცნობილ ბიზნესმენთან ალექსანდრას ერთი საერთო შვილი ჰყავს, რომელთან ერთად გადაღებულ კადრებს მოდელი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:
„შეგახსენებთ, ყველა დღე ღმერთის საჩუქარია, იგრძენით, რომ მას უყვარხართ, მიეცით საკუთარ თავს იმის მაქსიმუმი, რაც ამ მომენტში გაგაჩნიათ!
იბრწყინეთ და იფარფატეთ! აუცილებლად გაგიმრავლდებათ, გოგოებო!
მე და ვიკის ძალიან გვიყვარხართ!“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
ბიზნესმენ დავით კოდუას და მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეს 2021 წელს საერთო ქალიშვილი ვიქტორია შეეძინათ. პირველი ქორწინებიდან მოდელს ერთი ვაჟი ჰყავს, დავითი კი, ამ ურთიერთობამდე, ოთხი შვილის მამა იყო.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მთელი ღამე ვილაპარაკეთ და ისეთი ბედნიერი ვიყავი...“ - რას წერს მაია ასათიანი
🎥 რატომ არ უნდა მივიღოთ კოფეინი ძილის წინ? - რას გვირჩევს მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი