
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიცვალებულების შესახებ საუბრობს:
„ვისაც გარდაცვლილთა ბედი გადარდებთ:
მონაზონ ათანასია ლოგაჩევას ძმა ცოდვებით აღესრულა. მონაზონმა ნეტარ პელაგიას ჰკითხა რა ეღონა თავისი ძმის საიქიო ხვედრის შესამსუბუქებლად. მან ურჩია 40 დღე თავის სენაკში ჩაკეტილიყო, ელოცა, ემარხულა და ყოველდღე 150-ჯერ ეთქვა „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ ...“.
ორმოცი დღის შემდეგ ათანასიამ ხილვაში ღრმა ხრამი იხილა, რომლის ფსკერზეც, სისხლიან ქვაზე, ორი კაცი იყო მიბმული რკინის ჯაჭვებით და საშინლად აწამებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მისი ძმა იყო.
მრნაზონმა იგივე ღვაწლი გაიმეორა და მომდევნო 40 დღის შემდეგ, ხილვაში იგივე ხრამს ხედავს,ოღონდ მისი ძმა დაბმული აღარ იყო და ქვის გარშემო დადიოდა.
ნეტარმა პელაგიამ ურჩია მესამეჯერაც იგივე ღვაწლი აღესრულებინა. 40 დღის შემდეგ კვლავ ხედავს იგივე ხრამს და მისი ძმა უკვე ამოსულიყო, მეორე კაცი ისევ ქვაზე იყო კისრით მიბმული, ისევ ტანჯავდნენ და განთავისუფლებულს მოსტიროდა: „ნეტა შენ რომ დედამიწაზე ვინმეს ახსოვხარ და ლოცულობსო“.
ის მეორე ტანჯვაში დატოვებული მიცვალებული, ყველა იმ მიცვალებულად უნდა წარმოვიდგინოთ, ვისაც ჩვენ არც დილის ლოცვაში ვიხსენიებთ, არც ფსალმუნში, არც წირვაზე. ვისაც არ ვუკეთებთ შეკვეთილ წირვებს და პანაშვიდებს და მხოლოდ მათი დანატოვრის გაყოფით და მოხმარებით ვართ დაკავებულნი“, - წერს მამა ლევან ჯიქური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: