შორენა ონიანის ქმარი, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ამასთან, ის გვიზიარებს მეუღლის ვიდეოებს, რომლებიც ორსულობის პერიოდშია გადაღებული.
„ყოველი ეს მოკლე კადრი ასახავდა მომენტს რა მომიტანე. ეს ტკივილი უძლიერესია და გული ვერ იტევს.
ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო ჩემო მფარველო ანგელოზო. ყველგან გეძებ, რომ რამე ახალი ვიპოვო გაგზავნილ კადრებშიც, მაგრამ რომ გამოილევა ეს კადრები ყველა გზას შენთან მოვყავარ.
როგორი ლამაზი იყავი ჩემო პატარა. ყველაზე ლამაზი დარჩები და შენ არასდროს დაბერდები. ყველა კადრი დარჩება შენ პატარებს“,– წერს გიგა ცხელიშვილი.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ორი ტყუპის დედა გახდა.
გავრცელებული ცნობით, ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ სისხლდენა განუვითარდა, რის გამოც საზოგადოება მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა. ვრცელდებოდა სისხლის დონაციასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი.
სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება ახალდაბადებულ ტყუპებს, თავს კარგად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩეხეთში მოსაგებად უნდა წავიდეთ...“ - გიორგი მიქაუტაძე
🎥 „ანდრიას ტრიუმფი“ - ევროვიზიის ოფიციალური ვებგვერდი ანდრია ფუტკარაძეზე