მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.
ამჯერადაც მომღერალი ახალ პოსტს აქვეყნებს:
„როგორ არ დაკარგო ნიჭი, რომელიც ღმერთმა გაჩუქა?
თავმდაბლობით! რწმენით! შენი მკაფიო აზრით! სიტყვით და ქმედებით!
ყველა ხელოვანი ცოტათი მაინც თავისი შინაგანი სამყაროთი არის დაუნდობელი ფაუსტისეული დემონი!
სწორედ ეს ძალა არის ის საწყისი ემოცია, რომელიც შედის ორთაბრძოლაში სინათლის წყაროსთან! როდესაც ეს დამანგრეველი ენერგია არის მომართული გარემოსაკენ, მსგავსი ხელოვანი ხდება დესპოტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ის კარგავს თავის ნიჭს! როდესაც მისი ბოროტი ენერგია მიემართება საკუთარი თავის მიმართ, მაშინ კი ის უფრო დიდ ორთაბრძოლაში შედის საკუთარ მესთან და ამის შედეგად ბადებს უფრო დიდ ხელოვნებას!
ხელოვნება არის ურთულესი და ამავე დროს ულამაზესი გზა! რომლის გავლაც ყველას ერთნაირად არ შეუძლია! არსებობენ ერთეულები ვისაც ძალუძს ამ დიდ, ასე ვიტყვი ბრჭყალებში, განსაცდელს გაუძლოს და დარჩეს მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი!
დიდი მხატვარი კარავაჯო, იცოდით,რომ დესპოტი იყო? იმდენად,რომ კაციც კი შემოაკვდა და შემდგომ იმალებოდა,მაგრამ ის მიუხედავად თავისი ხასიათისა იყო დიდი მხატვარი! პაბლო პიკასო - ამაზრზენი, ჩვეულებრივი ჯალათი, მაგრამ გენიოსი! რეჟისორი ლანს ფონ ტრიერი- აუტანელი, უმძიმესი პიროვნება..
ჩემი უდიდესი „კუმირი“ მუსიკოსი მაილს დევისი - ქაოსის მომტანი,რთული ,დამანგრეველი ხასიათის ადამიანი! უდიდესი რეჭისორი სტენლი კუბრიკი......და უამრავი აღარ გავაგრძელებ სიას....მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ სხვა ნიჭიერმა ადამიანმა არ დაინახოს მათი დიადი ხელოვნება!
ნიჭიერება არის უდიდესი ენერგია! შენ თუ გინდა დარჩე ამ ენერგიის მატარებელი, რაც არ უნდა დესპოტი იყოს შენი კოლეგა, ის თუ ნიჭიერია, მისი ნიჭი შენ უნდა აღიარო! რათა არ დაკარგო საკუთარი! რატომ?
იმიტომ,რომ ყველაფერს ესაჭიროება, ზრდა, ზრუნვა, ფიქრი, ენერგია და გაზიარება, სხვაგვარად რაც გაჩუქა ღმერთმა, უკან წაიღებს!
მზე მზესთანაო, ოქრო ოქროსთანაო, ბნელი ბნელთანო და ნიჭიერი ნიჭიერთანაო...“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: