Digest Logo

„ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო, თუმცა...“ - ნინო ნადირაძე ექიმებს შორის ატეხილ სკანდალსა და „ორმაგ სტანდარტზე“

1778829508
ნინო ნადირაძე

პლასტიკური ქირურგის, ციცინო შურღაიას სკანდალურმა განცხადებამ ჭარბწონიანი ადამიანებისა და კოლეგების მისამართით, სამედიცინო წრეებსა და სოციალურ ქსელში დიდი დაპირისპირება გამოიწვია. ექიმის მოსაზრებას, რომელმაც ზედმეტი წონა ინტელექტის ნაკლებობას დაუკავშირა, საზოგადოების ცნობილი სახეები და ექიმები, მათ შორის ნინო ნადირაძე, მწვავე რეაქციით გამოეხმაურნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ „ჭარბწონიანი ადამიანი არის უინტელექტო“. 

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც შურღაიამ გარეგნობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა კოლეგას, ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს. ეთიკური ნორმების დარღვევამ და კოლეგიალობის არარსებობამ სოციალურ ქსელში დისკუსიის ახალი ტალღა წარმოშვა.

აღნიშნულ თემას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე. მან ყურადღება გაამახვილა იმ „ორმაგ სტანდარტზე“, რომელსაც საზოგადოება გარეგნობის გამო კრიტიკისას იჩენს:

„ესე იგი, ყველაფერს ბედი უნდა, ერთი ექიმი ქალბატონის გარეგნობას შეეხო მეორე ექიმი ქალბატონი და ჩამოიქცა ქვეყანა... რაც თავი მახსოვს, ვისაც არ ეზარება, ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო.

(სხვათა შორის, იმ დამცველთა ჯარიდანაც ბევრი) და კაციშვილს თავი არ მოუკლავს ჩემი დაცვით და არ მოგატყუებთ, არც მიფიქრია, რომ ვინმეს უნდა დავეცავი.

გარეგნობა გემოვნების ამბავია, ყველას არ და ვერ მოეწონები“, - წერს ნინო ნადირაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕2026 წლის 16 მაისს კუროს ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატების მისაღწევად და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად

⭕„მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს“ - 15 მაისის ენერგიები

⭕„წითელი აბი და ცნობიერების გამოღვიძება: სიზიფე, ალუდა და ნეო“ - რას წერს რამაზ გიგაური