Digest Logo

„ყველა ზღვარი დაიკარგა ადამიანური, თითქოს არენაზე გამოყვანილ ადამიანებს სიხარულით ქოლავთ“ - დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი რობერტ სტურუას კრიტიკოსებზე

1775659260
რობერტ სტურუა

„ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან... მე არ მინახავს სტურუას სპექტაკლი  და არც მისი დამცველი ვარ, მაგრამ ასე შეიძლება დასცინო ამდენი ადამიანის ნაშრომს? სტურუა არის 80-ს გადაცილებული ადამიანი.. შეიძლება ასე არენაზე, ფბ-ზე საჯაროდ ხელოვანის ჩაქოლვა? რაც არ უნდა გაეკეთებინა? რამე დააშავა?“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დიზაინერი და ხელოვანი ნინო ჩუბინიშვილი წერს, რითაც ის რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლზე კრიტიკას ეხმაურება, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა.

„მგონი ყველა ზღვარი დაიკარგა ადამიანური. თითქოს არენაზე გამოყვანილ ადამიანებს სიხარულით ქოლავთ. მერე რა რომ ქვები არ ჩანს. მერე რა რომ ის არ კვდება... გესმით რას უშვვებით ერთმანეთს?

გადაირიეთ? სირცხვილი.

ამ გაგიჟებულ სამყაროში რას დავემსგავსეთ ... ველურებს. მართლა ველურებს... საშინელებაა ხალხო.. რას დავემსგავსეთ ამდენი თავნებობისგან?“, - წერს ჩუბინიშვილი. 

ცნობისთვის რობერტ სტურუას სპექტაკლი, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ პერსონაჟები ვულგარულები იყვნენ და მათ საერთო არაფერი აქვთ პოემის გმირებთან. ნაწილი კი აღფრთოვანებით შეხვდა სპექტაკლის სიუჟეტს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕​9 აპრილიდან პლანეტა მარსი ვერძის ნიშანში გადადის - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 19 მაისამდე განსაკუთრებით წარმატებული ეტაპი ელის

⭕„გთხოვთ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ დამეხმარეთ, გემუდარებით…“ - ნანუკა გულუა საზოგადოებას მიმართავს