Digest Logo

🎥 „თავში იყო ერთი ცოდნა, სადაც ჩანდა ყველაფერი... გამთლიანებას მოაქვს სრული თავისუფლება“ - რა არის თავისუფალი ნება, გურამ ოთხოზორიას ინტერვიუ

1768229009
მამა გურამ ოთხოზორია

რა არის და აქვს თუ არა ადამიანს თავისუფალი ნება? - აღნიშნულ თემაზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გურამ ოთხოზორიამ ისაუბრა და მაყურებელს საინტერესო მოსაზრებები გაუზიარა. 

„თუ გვინდა საგნის არსზე რაღაც ცოდნა გვქონდეს, მინიმუმ 2-3 ურთიერთსაპირისპირო დისციპლინიდან უნდა შევხედოთ. ეს ავსებს, მთლიანობაში ვიღებთ პასუხს. თავში იყო ერთი ცოდნა, სადაც ჩანდა ყველაფერი. 

გამთლიანებას მოაქვს სრული თავისუფლება. სიცხადე, რომელშიც მე ვმონაწილეობ. 

მთელი პრობლემა ამაშია - არის თუ არა ადამიანი თავისუფალი? მის ქმედებას განაპირობებს უამრავი გარემო ფაქტორი, დაწყებული წინაპრებიდან, ბავშვობა. მეცნიერები საერთოდ წერენ, რომ არ არსებობს პიროვნული ნება და ეს არის ევოლუცია. ფროიდიც ამბობს, რელიგია ნევროზია და თუ კი ვინმე ცხოვრების საზრისზე კითხვას დასვამს, ჩემთან მოიყვანეთ და მეორედ აღარ იტყვისო. ევროპაც გადავიდა იქით, რომ ჩვენ ავამაღლებთ ეკონომიკას, ადამიანების მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება და კარგად ვიქნებით. მივიღეთ ეს შედეგები. რაღაც არის, რომ ადამიანი მაინც არ არის ბედნიერი თავის არსში. 

ეს უკვე ცდება ადამიანის შესაძლებლობებს.

თავად ის პრეტენზია, თან რომ ამბობ, რომ ბიოქიმია ვარ, შემთხვევითი ატომების გროვა, მაშინ რომელ ნაწილს ეყრდნობი შენსას? რა ნაწილით ამბობ, რომ ღმერთი არ არსებობს? თუ აღიარებ, რომ სამყარო გონებით დაუტეველია, მაშინ პატარა ბავშვივით ნუ რჩები აქ, რატომ არ გაინტერესებს ამის იქით? 

ჩემში არის ნაწილაკი, რომელიც მისი ნაწილია, ოღონდ გადაფარული მატერიით, რომელსაც თავი დაავიწყდა ჩემში, როგორც მკვდარი მარცვალი ჩავარდება მიწაში“,- აღნიშნავს სასულიერო პირი. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=TKPYbN5clPs

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „კანცეროგენული ნივთიერებები ვითარდება... ადამიანი შეგიძლია მოწამლო ძალიან მარტივად საჭმლის არასწორი კომბინაციით!“ - რას გვაფრთხილებს ლუკა ნაჭყებია

🎥 „სმის პროცესში არ დაგავიწყდეს...“ - ლუკა ნაჭყებია გვასწავლის, როგორ შევამციროთ ნაბახუსევისგან გამოწვეული დისკომფორტი

🎥 რატომ ასოცირდება ახალ წელთან გოჭი, საცივი და რა არის ყველაზე არაჯანსაღი საკვები საახალწლო სუფრაზე? - ლუკა ნაჭყებიას განმარტება