Digest Logo

„ყველაფერი ჩამწვარი ჰქონდა ბავშვს, ფილტვები, კუჭი, ყველა ორგანო, პირი სისხლიანი ჰქონდა... წნევის წამალს გათიშულ ბავშვს აყრიდით?“ - დედის სულის შემძვრელი მიმართვა იაშვილის კლინიკას

1666680436
იაშვილის კლინიკა

სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსკა ხუციშვილი ფეისბუკზე შოკის მომგვრელ ამბავზე წერს, რომელიც იაშვილის კლინიკას და მის მედპერსონალს ეხება. ახალგაზრდა დედა ექიმებსა და ექთნებს თავისი შვილის მიმართ ჩადენილ გულგრილობაში ადანაშაულებს.

„მინდა ყველამ გაიგოს! ბავშვს პირდაპირ ქიმია რომ დაუწყეთ!

ჯერ იმუნური სისტემა უნდა მოეძლიერებინათ და მიყვანის დღიდან ქიმია არ მიგეცათ, არც ალერგიის დექსამეტაზონი არ ჰქონდათ გამოყენებული, მერე დაუწყეს რეანიმაციაში დაგვიანებულზე, როცა ყველაფერი ჩამწვარი ჰქონდა ბავშვს.

დაუწვეს ფილტვები, კუჭი, ყველა ორგანო, პირი სისხლიანი ჰქონდა ჩაფუფქული ყველაფერი. მაკა თევზაძევ, ბავშვი რომ გაწმინდეთ თურქების მოსვლის წინ, გამოუცვალეთ თეთრეული, დაუდგით იზოლაციის ღობე, დაუსვით ექთანი, მანამდე რატო არ აკეთებდით ამ ყველაფერს?  პირში რაღაც ფხვნილი რომ ჩააყარეთ და მომატყუეთ წნევის წამალიაო იმდენი გადასხმა ედგა და წნევის წამალს გათიშულ ბავშვს აყრიდით?? პირი გამოუწმინდეთ სისხლიანი მოაწესრიგეთ, თურქებს რომ არ ენახათ ასეთი ნაჯიჯგნი და სისხლიანი.

შაბათს რომ მძიმდებოდა ბავშვი და მე რომ ვყვიროდი, ქიმია გაუჩერეთ ბავშვს, მიკვდებათქო, ექთანთან მომივიდა ჩხუბი (თავხედი და უსაქმური ექთნები რომ გყავთ, გასაგდებები არიან ყველანი) დაგირეკეს და არ მოხვედით, რომ ვყვიროდი კონსილიუმი მოიწვიეთ, ბავშვი მიმძდებათქო, რატომ არ მოხვედეთ?? (შაბათი იყო და არასამუშაო დღე იყო) რეანიმაციის პაციენტი რომ გიმძიმდებოდათ, რომ მოთრეულიყავით, ასე აღარ დამძიმდებოდა ჩემი შვილი.

მეორე დღეს, იმ კვირა ღამეს როცა ფილტვები დაეხურა, მთელი ღამე მე მეჭირა ჟანგბადის სასუნთქი რამდენჯერ შეუცვალეთ სასუნთქები დაბინძურებულები რომ გაქვთ, რა ინფექცია შეახვედრეთ, სატანებო, ზედ ვითიშებოდი უძილობისგან, ხან ბავშვს ეჭირა, თავს უკოჭავდნენ და ვერ იჩერებდა, წარმოიდგინეთ, ეგეთი რამე არსად არ ხდება. ექთნები მეუბნეოდნენ, შენ ხარ მოვალე თავზე ადგახარ და შენ უნდა გეჭიროს, ისე არავინ დაუდგებაო.

ღმერთო, როგორ უნდა დამავიწყდეს ჩემი შვილის წამება, არავის არ ვაპატიებ, იმიტომ იყო, რომ სულ ვყვიროდი და ვჩხუბობდი იმიტომ მაგდებდნენ, ხან პატრულით მემუქრებოდნენ. მძულხართ, ყველა ექთანი და ექიმი იაშვილის კლინიკაში, ვინც თუნდაც მიეკარეთ ჩემს შვილს, ვერავის გიტანთ და არც არასდროს გაპატიებთ ჩემი შვილის წამებას,  ხომ დაგიბარეს @მაკა თევზაძე დაკითხვაზე?? ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, ჯერ სადა ხართ, მოგყვება მკვლელი შენგელაია და დანარჩენები. შეგეყინა ირონია სახეზე? დადექი ახლა და აწერინე ახლობლებს შენი საქებარი პოსტები. ეს ამბავი ისე არ ჩაივლის, გამოძიების გარეშე რა ინფექცია შეყარეთ ჩემს შვილს, ნაგვებო, ან სასუნთქის აპარატიდან აქვს გადადებული ან კათეტერიდან, თქვე სატანებო, არ გაგახარებთ შეგაკვდებით და პასუხს გაგებინებთ!!! ვიცი, რა მომაკვდინებელი ინფექციებიც აღმოაჩინეს იაშვილშ,ი დასაჭერები ხართ ყველა ნაგვებო!!! ეს ნაგავი, ვაი ექიმბაშები, ახლობლებს საქებარ პოსტებს ადებინებენ და თურმე რატო დაიხურა იაშვილი?? იმიტომ დაიხურა, გამოძიება მიმდინარეობს, აღმოაჩინეს მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც ამერიკიდან არის შემოსული, კლეფსიერა და კიდევ სხვა საშინელი ვირუსები, არ შველის ანტიბიოტიკები, კერძოდ თუ არ დადგინდა რა ვირუსია, ძნელია მკურნალობა.

ეს საზიზღრები, არ ცვლიან სასუნთქ აპარატებს, აქვთ ძველები და მაგ სასუნთქებში აღმოაჩინეს ზუსტად!“, - წერს რუსკა ხუციშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„უცებ ამასხა სისხლმა და ვკითხე: ინგლისურად გკითხა და რუსულად რატო პასუხობთ -მეთქი? ამომხედა და მპასუხობს...“ - რა შეემთხვა ირაკლი ვაჭარაძეს

🔵„მოკლედ, მე და ჩემი დაქალი ვმგზავრობდით მეტროთი. სიმპათიური ბიჭი გვედგა გვერდით და დავუწყეთ ფოტოების გადაღება“ - სახალისო ისტორია სოცქსელიდან

🔵„მისი ეპოქის დამსახურებაა და იმ ხალხისა, რომელიც მან აღზარდა პოლიტიკაში, გარყვნა უკანასკნელ უჯრედამდე და შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანა“ - დემურ გიორხელიძე შევარდნაძეზე