Digest Logo

„ყველაფერი მასში იწყება, ის არის ანი და ჰოე...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1756388455
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„როცა გვაქვს პიროვნული ერთობა ქრისტესთან,
და როცა იესო ქრისტე - განკაცებული ღმერთი, ყველაფერი ხდება ჩვენთვის,
როცა, როგორც პავლე მოციქული რომ განსაცვიფრებლად ამბობს - იესო ქრისტე სიცოცხლეა ჩემი,
არა ის, რასაც ვხედავ, რაც ჩემს გარშემოა,
რაც ასე მიტაცებს,
რაც ასე მიზიდავს,
რაც ასე მიყვარს,
რაც ასე მიმაჯაჭვავს ამ სოფელს და ამიტომ არ მაქვს სურვილი გარდაცვალებისა,
არამედ სხვა სიცოცხლე - რომელსაც ჰქვია იესო ქრისტე;
არა ის სამოთხე, რომელიც მე შეიძლება წარმოვიდგინო - მაქსიმალური კომფორტი და კეთილდღეობა,
არამედ სხვა სამოთხე - რომელსაც იესო ქრისტე ჰქვია,
არა ის სასუფეველი, რომელსაც შეიძლება მე ვხატავდე ჩემი წარმოდგენებით,
არამედ ის სასუფეველი, რომელსაც იესო ქრისტე ჰქვია,
არა ის სიყვარული, რომელიც მე შეიძლება წარმომიდგენია,
არა ის სიცოცხლე, რომელიც მე შეიძლება წარმომიდგენია,
არა ის გზა, რომელზედაც მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიდოდე,
არა ის სიმართლე, რომელიც მე სიმართლე მგონია,
არამედ ყველაფერი ის - რასაც იესო ქრისტე ჰქვია,
ყველაფერი მასში იწყება,
ის არის ანი და ჰოე,
ეს არის არსი ქრისტიანობისა“, - წერს თეოდორე გიგნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „წმინდა მარიამი მართლაც გამორჩეული იყო სისპეტაკით...“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთს ამარცხებს

🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი თეთრ კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი და დახვეწილი“