დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. პარალელურად საზოგადოება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საჯაროდ ღია სივრცეში აფიქსირებენ, რომ არ სურთ ამ კანონის მიღება.
საპროტესტო განწყობა იგრძნობა ინტერნეტსივრცეში, სადაც ყველა ერთხმად ეწინააღმდეგება იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტის განხილვას.
მიმდინარე პროცესების ფონზე ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დათო ლიკლიკაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც ჩანს ერთსა და იმავე ქურთუკში ჩაცმული ახალგაზრდა და ხანში შესული ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს განსაკუთრებული ემოციებით ხვდებიან.
დათო ლიკლიკაძის ეს პოსტი კონკრეტულმა ადამიანებმა არათემატურად მიიჩნიეს. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, მსგავსი სტატუსი უადგილოა. მათ შორის იყო ჟურნალისტი ვახო სანაიაც, რომელმაც ლიკლიკაძეს საჯაროდ პირდაპირ დაუსვა კითხვა:
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას კონსტიტუციონალისტები დაუშვებლად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანაში ავტორიტატული რეჟიმის დასაწყისი იქნება.