Digest Logo

„მადლობა უფალს ყველაფრისთვის...“ - დუეტი „ლეონი“ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

1786303427
დუეტი ლეონი

დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა.

ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს.

წყვილმა უმცროსი ვაჟი იესე 1-ელ აგვისტოს მონათლა და ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:

„მადლობა უფალს ყველაფრისთვის“, - წერია ფოტოს აღწერაში.

აი, რას წერდა წყვილი ნათლობაზე:

„ჩვენი პატარა იესეს ნათლობის ულამაზესი დღე იყო. მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას ნათლიებს, რომლებმაც ასეთი დიდი პასუხისმგებლობა სიყვარულით იტვირთეს.

ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და მრავალი წელი, რომ ყოველთვის იდგეთ იესეს გვერდით. მადლობა თითოეულ სტუმარს, ნათესავს, მეგობარსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სითბოთი, სიყვარულითა და კეთილი სურვილებით ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თამადას, რომელმაც თავისი სიტყვით, სითბოთი და განსაკუთრებული განწყობით ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად გვიქცია“, - წერდა  „დუეტი ლეონი“. 

ასევე დაგაინტერესებთ:

აგვისტოს პროგნოზი სექტორების მიხედვით ფენშუის სპეციალისტისგან

„დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან ვეღარ გამოვიდა“ - მდინარე სქურში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

„შეჩერდი გზაგასაყარზე და გადახეხე გასულ ციკლს...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი