
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„ეს ყველაფერი უხვად მოგვცა,
და მოგვცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით“,
ანუ მექანიკური პროცესი კი არ არის გადარჩენისა - არამედ საღმრთო მადლი მოქმედებს სიბრძნით და გონიერებით;
და იგივე ისააკ ასური მეუბნება, რომ მეც - ყველაფერი, რასაც ვაკეთებ სულიერ ცხოვრებაში,
აი, აქ რომ დგახართ ახლა,
ღამეს რომ ტეხთ და ა.შ.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს გაცნობიერებულად,
სიბრძნით და გონიერებით,
არაფერი სტიქიურად,
არაფერი ინტუიციურად,
მხოლოდ სიბრძნით და გონიერებით,
სხვა შემთხვევაში მოგვატყუებს ბოროტი,
იმიტომ, რომ მას უამრავი მექანიზმი აქვს ჩვენი მოტყუების“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს...“ - რას წერს გია მურღულია
⭕ „ყოველი ხედვა უფრო ლამაზი ხდება, როცა გვერდით მყავს...“- არუნ ხათრი ფლორენციაში მოგზაურობს