Digest Logo

„ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო“ - ნინო ნადირაძე პოლონელ ექიმზე, რომელიც სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა

1689357699
ნინო ნადირაძე

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს. 

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას, რის გამოც, მას ახსნა-განმარტება ჩამოეთვა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სპეციალური პენიტენციური სამსახური ფეისბუკზე ავრცელებს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე გამოეხმაურა👇

„პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა „ვივამედის“ ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე  წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“, - წერს ნინო ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა

🔵 „სხვა ჩემს ადგილას მტკვარში გადახტებოდა“ - რის გამო თქვა უცხოეთში კარიერის აწყობაზე უარი კახა კუხიანიძემ

🔵 „ოთხი წლისამ, ბებიაჩემის მოსწავლე, მერვეკლასელ თეონას ავუხსენი სიყვარული. იმან კიდევ დამცინა: „მე, შავი ბიჭები მომწონს“. კრიმინალური მისწრაფებებისო ანუ. მე ნაღდი შავი მეგონა და ნახშირი წავისვი“ - გიორგი კეკელიძე მის უჩვეულო ბავშვობაზე წერს