ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ღმერთის დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ უნიკალურია,
და მამაშვილური.
მისგან ბოძებული ჯვარიც უნიკალურია,
და მამაშვილური სიყვარულით აღსავსე,
იმისდა მიხედვით — ვის რა ესაჭიროება.
ექიმი ზოგიერთ ავადმყოფს კურორტზე წასვლას ურჩევს,
ზოგს ოპერაციას უნიშნავს,
ზოგს კი სხვა სახის მკურნალობას, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით, რომ მას ის ავადმყოფი უფრო უყვარს, რომელიც კურორტზე გაგზავნა?!
ექიმი პროფესიონალიზმითა და ადამიანის სიყვარულით მოქმედებს,
ასევეა ცხოვრებისეული ჯვარიც.
შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ერთს მძიმე ჯვარი ებოძა, სხვას კი — მსუბუქი,
მაგრამ სინამდვილეში,
ყველას ის ჯვარი ეძლევა, რომელიც მას სჭირდება.
ჯვარი იმიტომ გვეძლევა, რომ შევიმეცნოთ საკუთარი თავი,
და აქედან გამომდინარე, გავაკეთოთ არჩევანი — რა გვსურს,
გინდა თუ არა მართლა ღმერთთან მყოფობა და მარადიული სიცოცხლე...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: