ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე; რატომ გვანადგურებს საკუთრების ილუზია? - წერს:
„ყველაზე მიუღებელი ჭეშმარიტება: რატომ გვანადგურებს საკუთრების ილუზია?
ყველაზე მტკივნეული სიმართლე, რომლის აღიარებაც საზოგადოებას პანიკურად ეშინია, ასე ჟღერს: თქვენ არაფერი გეკუთვნით!
ჩვენ შიშის გამო ვიწყებთ სამყაროს პრივატიზებას. ვეჭიდებით ნივთებს, სტატუსებს და, რაც მთავარია, ადამიანებს. ვამბობთ: ჩემი ქმარი. ჩემი ცოლი. ჩემი შვილი. ჩემი წარმატება. თითქოს მარადისობასთან გვქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული. საკუთრების ეს ილუზია გვაიძულებს, გამწარებით ჩავებღაუჭოთ იმას, რასაც დრო ადრე თუ გვიან მაინც წაგვართმევს.
ჯერ კიდევ ანტიკურ რომში სტოიკოსები ამბობდნენ: „როცა აცნობიერებ, რომ ნებისმიერი რამ შენ გვერდით მხოლოდ დროებითი მოვლენაა, მისი დაკარგვა ტრაგედიად აღარ გეჩვენება“.
აქამდე თითქოს ყველაფერი მარტივი და ლოგიკურია. მაგრამ ნამდვილი სულიერი გამოცდა იწყება მაშინ, როცა ამ პრინციპს ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვარგებთ. უზომოდ მტკივნეული და ურთულესია იმის აღიარება, რომ ამქვეყნად არცერთი ჩვენგანი მარადიული არ არის. თუმცა, სწორედ აქ იმალება ყველაზე დიდი პარადოქსი: ამ სიმართლესთან თვალის გასწორება სიყვარულს კი არ აუფასურებს, არამედ პირიქით — გვეხმარება, დანაკარგის გაუსაძლისი ტკივილი თანდათან იმ ნათელ მადლიერებად გარდავქმნათ, რომ ეს ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში საერთოდ არსებობდა.
იქ, სადაც სრულდება საკუთრების ილუზია, იწყება ნამდვილი, ეგოიზმისგან დაცლილი სიყვარული და თავისუფლება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად? - რას წერს რამაზ გიგაური
⭕გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა