Digest Logo

„ყველაზე შეძლებული და ფულიანი შეარჩიე, მაინც ყველა იმედს გაგიცრუებს, საჩუქრებს, მოგზაურობებს მაინც არ დაიკლებ“ - რას ურჩევს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს

1752692427
ალექსანდრა პაიჭაძე

ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.

შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა მან 8 ივლისს დაწერა მინიშნება, კვლავ მარტოა: 

„2019 წლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ზაფხულია, როცა მარტო ვარ... გულწრფელად რომ ვთქვა - ცოტა რთულია და დამაბნეველიც“.

ამჯერად, ალექსანდრამ „ინსტაგრამზე“ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა:

 - „ქრაშთან“ მინდა ურთიერთობა, მაგრამ მართლა ყველა „ბაბნიკი“ და მოღალატეა))

ალექსანდრა: „ჰოდა რახან ეგრეა, მაგათგან ყველაზე შეძლებული და ფულიანი შეარჩიე, მაინც ყველა იმედს
გაგიცრუებს და საჩუქრებს მაინც არ დაიკლებ და მოგზაურობებს და რავი, რასაც გაქაჩავ“.

- ქმართან დაშორება მინდა, მეშინია პროცესის... პ.ს. სასწაული ქალი ხარ.

ალექსანდრა: „ქართველ ბიჭთან დაშორება არის ცალკე ფენომენი. საყვარელ ქალს უცებ მოსისხლე მტრად რომ აქცევენ, სუსტი სქესის ბიჭები. წარმატებები, რავი უბედურად ყოფნას დაშორება ჯობს“.

- თქვენი აზრით, მამაკაცთან დაშორების შემდეგ ქალი უფრო რატომ ლამაზდება?

ალექსანდრა: იმიტომ, რომ ძონძს შენი ენერგია აღარ მიაქვს, შენ თავზე კონცენტრირდები, ამას ხედავს სამყარო და გაძლევს მეტს.

- კაცი რომელიც *ლეა მაგრამ ვერ ივიწყებ, რას ვშვრებით?

ალექსანდრა: მაგ მშვენიერ ორგანოს ასე რატომ ვათახსირებთ? მოდი რამე სხვა სახელი დავარქვათ ეგეთ კაცს. მაგალითად, ფოთოლი. ფოთოლს თუ ვერ ივიწყებ ახალი ფოთოლი დაიხმარე ან შემოდგომას დაელოდე“.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ქმნის ბარიერებს და არ გვაძლევს წინსვლის შესაძლებლობას, სანამ არ იქნება წარსულის ამოცანები ბოლომდე შესრულებული“ - ნინა ხომერიკი სატურნის თევზებში დაბრუნებაზე

🎥 რომელ რიცხვებში იბადებიან კონფლიქტური და ემოციური ადამიანები - თაკო მელიქიშვილის განმარტება

„საოცარ ფორმაში ხარ“ - რა კადრებს გვიზიარებს სალომე ჭაჭუა