ცნობილი პროდიუსერის ნატო დუმბაძის უმცროსი ქალიშვილი ლიზი ქარცივაძემ ოჯახი შექმნა, მისი რჩეული მომღერალ მედეა მირიანაშვილის ვაჟი იკა ლოლაძეა.
ქორწილი და ხელმოწერის ცერემონია ყაზბეგში გაიმართა, რომელსაც უამრავი ცნობილი პირი შოუბიზნესიდან ესწრებოდა.
გავრცელებული ცნობით ქორწილი 2-დღიანი იყო, სადაც პატარძალმა და სტუმრებმა რამდენჯერმე გამოიცვალეს კაბები.
ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, ასე აფასებენ სოციალურ ქსელში ქორწილს, რომელიც მართლაც გრანდიოზული იყო.
„ყველას დიდი მადლობა ჩვენი შვილების ბედნიერების გაზიარებისთვის“,- დაწერა ნატო დუმბაძემ ქორწილის ცერემონიის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში.
სიძე-პატარძლის დედები. მედეა მირიანაშვილი და ნატო დუმბაძე
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გურამ კაშია მიმართვას ავრცელებს
⭕საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს
⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე