გარდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის ახალი მუსიკალური კლიპის პრემიერა 2026 წლის 24 ნოემბერს შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლიპის ხილვას ფართო აუდიტორია ტელეეკრანებზე დეკემბრის დასაწყისში შეძლებს
აღნიშნული ვიდეორგოლი მისი შემოქმედებითი არქივისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტის ნაწილია:
„დღეს იყო ჩვენი ლევან კბილაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაცია! არ მახსენდება სხვა მომღერალი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო ცნობადი, საყვარელი და შემოქმედებითად უკვდავი ყოფილიყოს, რომლის სიმღერაც ყველგან ისმის და უფრო მეტიც - მისი, ახალი კლიპები გამოდის.
არაერთხელ მითქვამს, თუმცა ჩემ გარეშეც არახალია, რომ ლევან კბილაშვილი მართლაც განსაკუთრებული გენია იყო, არის და თავისთავად ცხადია, რომ იქნება!
ჩემს სუბიექტურ მიჯაჭვულობას რომ თავი დავანებოთ, ამას უჩემოდაც ბევრი რამ ადასტურებს.
თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ველოდებით ლევანიკოს ახალ შედევრს. ეს უკვე მეორე კლიპის პრეზენტაციაა მის გარეშე და მე ვფიქრობ, რომ ლევანო ამ მხრივაც უნიკალურია და ეს ტრადიცია კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება - ლევანი კიდევ განაგრძობს სიმღერას, კიდევ აგვატირებს და მოკრძალებულად (როგორც სჩვევია), მხოლოდ თავისი შემოქმედებით და ხალხის სიყვარულით შეგვახსენებს, რომ ის უანალოგო, შეუდარებელი და სამუდამო შედევრია - როგორც მომღერლის, ასევე ადამიანობის ეტალონად შექმნილი!
ფანტასტიკური კლიპი ვიხილეთ, როგორც სიუჟეტით, ასევე შესრულებით. დიდი მადლობა უნიჭიერეს ბიჭებს, ვინც ასრულებდნენ ამ სიმღერას, თუმცა, როცა ლევანიკო გამოჩნდა, იმ მომენტიდან სხვა განზომილებაში აღმოვჩნდით და ხელახლა დავრწმუნდით იმაში, რომ არსებობს უნაკლოდ ნამღერი სიმღერა, მაგრამ ლევანის შესრულება და ხმა არ წერია არაფერში, არ ედრება, არ უტოლდება არც ერთი ადამიანის ნამღერს, არც გუნდურ შესრულებას, ის უბრალოდ არაფერს და არავის ჰგავს!
ლევან კბილაშვილი არის ლევან კბილაშვილი და ის დღეს ყველაზე ცოცხალი და დიდია, როგორც არასდროს!
მიყვარხარ ჩემო ლევანიკო! ჩემო თავმდაბალო, მაგრამ განუზომელი სიდიადის მქონე გენიოსო!“, - წერს თამარ აბულაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს