Digest Logo

„ყველაზე უკეთ მისი ესმით, ვინც კეთილი საქმით ლაპარაკობს...“ - გია მურღულია

1751712556
გია მურღულია

პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა:

„ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი უკეთ იქნება და მუდმივად ირჯება ამისთვის, გაცილებით მეტ ცხოვრებისეულ შედეგს აღწევს და მეტად ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე ის, ვინც წამდაუკლებლად იმ განწყობას ასხივებს, რომ ღმერთმა მიატოვა და არაფრის საშველი არ არის.

სამყარომ შესაძლოა ხანდახან მოულოდნელი საჩუქრებიც გამოიმეტოს, მაგრამ არსებითად იმას ეხმარება, ვინც თავის თავს ეხმარება.

დღეს რაღაც ვერ ხარ ხასიათზე?
ეგ არაფერია! - სამყარო სავსეა შესაძლებლობებით.
დაისახე თუნდაც მცირე მიზანი, ეცადე მიაღწიო მას და დაინახავ, რომ შენი უსიამოვნო განწყობა სადღაც გაქრება.
სიკეთის კეთება ყველაფრის წამალია, რადგან ღმერთთან მიახლოვბაა.
მის გვერდით კი უბედურები არ სახლობენ.

არ გინდა, დღეს შენი სიკეთით მიესალმო?
ილიამ „საქმით მეტყველი სული“ ახსენა („ცხოვრებას აცისკროვნებს სული, საქმით მეტყველი“).
ყველაზე უკეთ მისი ესმით, ვინც კეთილი საქმით ლაპარაკობს“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ არ არის ხორციელი განსაცდელები საშიში? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

⭕ „შესაძლოა უცაბედი გონებრივი გახსნა ან გეგმის შემუშავება დაიწყოთ...“ - გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

⭕ როგორი ამინდი იქნება 5 ივლისს საქართველოში