დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქრომის შემცველი საკვები დანამატების შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს:
„Chromium (ქრომი) - ერთ-ერთი მიკროელემენტი რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში.
საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასწორი (mislabeled).
სამეცნიერო მტკიცებულების სწრაფი მიმოხილვა:
ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით.
ანუ წონის კლების მიზნით როცა გინიშნავენ არაეფექტურია.
გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს.
გვერდითი ეფექტები: ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის - ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტიური უნარის გაუარესება, ინტერსტიციური ნეფრიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა.
კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულიანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას.
მასში შესაძლოა, შედიოდეს ეფედრინი და თუ ის ამის გარდა კიდევ იღებს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს - მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი“, - წერს ზაზა თელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: