საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა, ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია.
ისტორიული თამაშის ერთ-ერთი მონაწილე და წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის, ერთად ყველაფერი შეგვიძლია, ზღაპრის ბოლო კეთილია“, - წერს ხვიჩა და მატჩის შემდგომ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - კადრები, ნათლობის ცერემონიიდან