Digest Logo

„ზოგჯერ აღფრთოვანება მათაც ეკუთვნით, დაიმსახურეს მხოლოდ მე რომ ვიღებ“ - ვისზე წერს ზურა შევარდნაძე

1696409849
ზურა შევარდნაძე

„გარ­დე­ნი­ას“ მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მასთან ერთად მომუშავე პერსონალზე საჯაროდ წერს.

„ბოლო დროს სულ მესმის, რომ ეძებენ და შესაფერის თანამშრომელს ვერ შოულობენ. ისიც მომისმენია, რომ არავის ხელის განძრევა არ უნდა...

არასდროს თანამშრომლის, დამხმარის, ხელის წამომშველებლის პოვნა არ გამჭირებია.. ნეტავ რატომ?
(არადა შრომა და ჯაფა, ჩვენ რომ გვაქვს იმისთანა უნდა).

ის კი არა, რამდენს უმუშავია, დაფრთიანებულა, დაოსტატებულა, უსწავლია, მოძლიერებულა, გამოწაფულა ჩვენთან, წასულა, თავისი საქმე წამოუწყია, უფრო იოლი და ნაკლებად დამღლელი სამუშაო უპოვნია, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ მაინც გარდენიელებად რჩებიან. გვგულშემატკივრობენ, მხარს გვიჭერენ, ცალი ხელით და მთელი გულით ჩვენკენ არიან.. ასზე რა დააყენებს, მეტია ასეთი ადამიანი. როცა გვიჭირს ანგელოზივით გამოგვეცხადება ხან ერთი, ხან მეორე და წაგვიკრავს ხელს, შეგვიმსუბუქებს სამუშაოს.

ვერ ინატრებს ვერავინ უფრო ერთგულ, უფრო გამრჯე უფრო წესიერ და დაუღალავ თანამშრომლებს გარდენიას რომ ჰყავს. თანამშრომლები კი არ მყავს, თანამოსაქმეები ვართ, ერთად ვსაქმობთ, ყველა ისე შრომობს, როგორც შეუძლია და გამოსდის.

ამიტომ ის მადლობები, კმაყოფილება, შექება, ზოგჯერ აღფრთოვანება მათაც ეკუთვნის, მათაც დაიმსახურეს მხოლოდ მე რომ ვიღებ“, - წერს ზურა შევარდნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რუსეთმა უშანგი მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა

„არ ვიცი რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება“ - რას წერს სამირა ბაირამოვა

🎥 „სკოლის დერეფანში რომ გაიაროს წითელით დაინფიცირებულმა ბავშვმა ყველას გადადებს“ - ზაზა თელია მშობლებს რეკომენდაციებს უზიარებს