Digest Logo

„ზოგჯერ პაწაწინა ფოთოლსაც შეუძლია მოგონებები გაგიცოცხლოს და გულში სევდიანი სითბო ჩაგიღვაროს“ - ხატია სიჭინავა ბავშვობაზე

1770114742
ხატია სიჭინავა

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბავშვობაზე და ბებიაზე წერს.

„ზოგჯერ პაწაწინა ფოთოლსაც შეუძლია მოგონებები გაგიცოცხლოს და გულში სევდიანი სითბო ჩაგიღვაროს..
დაფნის ფოთოლი.. ჩემი ბავშვობა.. ბებო.. ბევრი დაფნის ხე ეზოში.. სირბილი, კისკისი, გადაძახილი, გადახლეჩილი მუხლების სასწრაფოდ ჩამობანა, რომ ბებოს არ დაენახა და თამაში განმეგრძო, სადილის დროს ძალით დაშლილი სამეზობლო, ჩქარჩქარა რომ მივირთმევდით, რადგან ეზოებში ერთმანეთი გვეგულებოდა...

ბებოს ფეჩში გამომცხვარი ხაჭაპურის დღემდე განუმეორებელი გემო... ეზოში წითელ მამალს წკეპლით გამოდევნებული ბებო, როცა ის აქოჩრილი მომდევდა.. ბოსტანში მოფუსფუსე ბებო.. ხიდან ჩამოდი ჩამოვარდები გაწიწმატებული ბებო.. სკოლიდან მოსულს ცხელი კერძით დამხვედრი ბებო.. სახლში 7 ის მაგივრად 8 საათზე მისულს ჭიშკართან მდგომი, კალთით გადაფარებული ბებო, რომ საყვედური არ მიმეღო..

შორს წასული მე და ეზოში დარჩენილი ბებო... დემენციის დროს მაინც ჩემი გამხსენებელი ბებო... მთელი ჩემი მოგონებების გენერატორი ბებო... და დაფნის ფოთოლი“, - წერს ხატია სიჭინავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებებს, განახორციელეთ მნიშვნელოვანი შენაძენები, დაგეგმეთ ქორწინება“ - თაკო მელიქიშვილი 3 თებერვლის ტენდენციებზე

⭕„აანთეთ წითელი და ცისფერი სანთელი გვერდიგვერდ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ

⭕🎥 გაიცანით 78 წლის მეან-გინეკოლოგი, რომლის ხელებში ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება