მომღერალ ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირინა ჯორჯაძე ავრცელებს.
როგორც პოსტიდან ირკვევა პატარას ბაბუის პატივსაცემად გიო დაარქვეს.
„პატარა გიო ხუციშვილს გაუმარჯოს 25/06/2024
10:55⏱️
ურააააააააააააა🤍“,- წერს ირინა ჯორჯაძე.
ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობდა:
„სახელზე აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს დავარქმევთ. სამწუხაროდ, იგი მის დაბადებას ვერ მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით, გაგვეხარებინა.
ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება.
ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით.
გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დასთესს…“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ცნობილია, ვის ჰქონდა მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ჯადოქრის ნიღაბი მორგებული - ნახეთ, კადრები